ერთი ლარი გამოშვების წელი - 2002 ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ.  ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით „ფიროსმანი 1862-1918" 
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის - თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან. 
ორი ლარი გამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:  გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით „ზაქარია ფალიაშვილი 1871-1933", ხოლო მარცხენა მხარეს - მისი ოპერის - „აბესალომ და ეთერის" უვერტიურის ნოტები.  
 ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.".  
ხუთი ლარი 
გამოშვების წელი - 2002 ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:  გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 - 1940" 
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ - გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს - ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა.  
ათი ლარი გამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 125 X 63 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840-1915", მერცხალი და აყვავებული რტო.  
 ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი-დედაჩემი" და ვაზის ლერწები. 
ოცი ლარიგამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 131 X 65 მმ. წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837-1907", მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე", „ივერია" და პირადი ნივთები.  
 ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს-ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით. 
ორმოცდაათი ლარი გამოშვების წელი - 2004ბანკნოტის ზომა - 135 X 66 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე. XII ს.", ხოლო მარცხენა მხარეს - გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან.  
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი - „მშვილდოსანი" - XII ს-ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან.  

ასი ლარი  გამოშვების წელი - 2004ბანკნოტის ზომა - 140 X 67 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:  გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი. XII ს.", მარცხენა მხარეს - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია 
 
100 ლარი ბანკნოტის უკანა მხარე: წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით - „დანიელი ლომთა ხაროში" - მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე".    
ორასი ლარი გამოშვების წელი - 2007ბანკნოტის ზომა - 146 მმ X 72 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. 
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.   
   
 
   
   
   
   
   














































იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი