ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი
         გერბის ფარის მეწამულ ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი; I ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი; II და III ნაწილები წარმოადგენს მეწამულ ველს. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ქონგურისებურად და იყოფა ლაჟვარდის და ოქროს ველებად. ოქროს ველი ნახევრად ჩაჭრილი და ქონგურების გარეშეა. ლაჟვარდის ველზე მოთავსებულია ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "ხაშური ". 
ხაშურის მუნიციპალიტეტის დროშა 
         მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის მარჯვნივ გადაბრუნებული ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც დროშას ყოფს სამ ნაწილად. დროშის მარჯვენა ნაწილში, ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი.  დროშის პროპორციაა 2:3 

 

დამტკიცებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №6 დადგენილებით, 27.04.2010.  

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი