ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი
      გერბის ფარი სამ ნაწილადაა გაყოფილი ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვრით. ორთითა ჯვარზე, ცენტრში მოთავსებულია ვერცხლის ქობაშემოვლებული მცირე ფარი, რომელიც ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. მეწამულ ველზე მოთავსებულია სამი ვერცხლის ციხე-კოშკი. გულის ფარის თავი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ველს. გერბის ფარის I ნაწილში მეწამულ ველზე მოთავსებულია ირიბად გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და შურდული; II ნაწილი - მეწამულ ველზე ოქროს ვერძი; III ნაწილი - მეწამულ ველზე ყურძნის ოქროს მტევანი ორი ოქროს ფოთლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  გერბის დევიზი "ახმეტა".   

 ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშა
            დროშის მეწამულ ველზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გამოსახულია ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვარი, რომლის ორთითა დროშის ტარისაკენაა მიმართული.  დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

  დამტკიცებულია ახმეტის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №49 დადგენილებით, 30.11.2011წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი