საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში  შემეცნებითი ალმანახის -  „ჰეროლდის"   მეხუთე   ნომრის პრეზენტაცია შედგა.

ალმანახში წარმოდგენილი არიან ქართველი და უცხოელი ავტორები. გაგაცნობთ თემებისა და სტატიების  მოკლე ანონსს:

  • მანანა გაბაშვილი - ზღვა და აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე
  • პეტრ ექსნერი - ჩეხეთის მხარეების თანამედროვე გერბები და დროშები
  • მარინა ელინსკაია - ბელარუსის თანამედრო ტერიტორიული ჰერალდიკის ისტორიული მემკვიდრეობა
  • ზაქარია კიკნაძე - მიწერითი ჰერალდიკა
  • ირაკლი ფაღავა - შუასაუკუნოვან ქართულ მონეტებზე გამოსახული ფიგურული ნიშნების ინტერპრეტაცია: ჰერალდიკური ფიგურა დ არა მონოგრამა
  • თემურ ჩაჩანიძე - მეზღვაურთა საუწყებო ჯილდოები
  • გიორგი ლობჟანიძე - XVIII საუკუნის ჭურჭელი ბაგრატიონთა გერბის გამოსახულებით
  • ზურაბ კიკნაძე -„ საქართველოს სახელმწიფო დროშა და ღერბი"
  • დავით კლდიაშვილი საქართველოს სამეფო გერბში კვართის გამოსახვის ისტორია
  • ნიკო ჯავახიშვილი ქუთაისის საქალაქო ხაზინის ჩეკები..

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ავტორები, ჰერალდიკის კომისიის წევრები, ისტორიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები. შეგახსენებთ, რომ ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელებისა და ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ჰერალდიკის საბჭო გამოსცემს ალმანახს სახელწოდებით "ჰეროლდი".


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი