დღეს, 14 ივნისს,  ლიეტუვაში ქალაქ ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში, ლიეტუვას პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის კომისიის ორგანიზებით ტარდება ჰერალდიკის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება სამოქალაქო (მუნიციპალურ ჰერალდიკას)

 

ჰერალდიკის საერთაშორისო ფორუმს ესწრებიან და პრეზენტაციებს წარმოადგენენ ჰერალდიკოსები: ბელგიიდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან ,უკრაინიდან და ლატვიიდან.

ლიეტუვას პრეზიდენტტან არსებული ჰერალდიკის კომისიის მიწვევით საქართველოდან დავით ჩხეიძემ - საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ანალიტიკისა და დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელმა ფორუმზე  წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს მუნიციპალური სიმბოლიკის შესახებ.

 

ფოტო მასალა

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი