საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გარდაბნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა გამოფენა თემაზე: „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".


გამოიფინა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.


გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების,ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში მართავს გამოფენათა ციკლს თემაზე: "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები". 


ასეთი ფორმატის გამოფენა უკვე მოეწყო თბილისში, ბათუმში, მესტიაში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ყვარელში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ამბროლაურში, ონში, დუშეთში, გორში, წყალტუბოში, ზუგდიდში, მარტვილში, ფოთში და ყველგან საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. იხ.ფოტოები

 

 

 

 


 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი