დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის დროშა და მისი აღმართვისა და გამოფენის წესი

 

 

         საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 ივლისის #191 ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი"ქვეპუნქტის შესაბამისად დამტციდა საქართველოს პრეზიდენტის დროშა.
      კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის დროშის სამი ნიმუში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის დროშის აღმართვისა და გამოფენის წესი. სამი ნიმუშიდან შერჩეული იქნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შტანდარტის საფუძველზე შედგენილი საპრეზიდენტი დროშის ნიმუში, თეთრ ველზე გამოსახული მცირე საქართველოს სახელმწიფო გერბით, რომელსაც „შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნიდა მხრიდან."
       ხოლო 2020 წლის 3 აგვისტოს N03/08/01 განკარგულების მიხედვით დამტციდა   საქართველოს პრეზიდენტის დროშის აღმართვისა და გამოფენის წესი.

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი