18.06.12.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად. კონკურსის მიზანია გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებმა ნამუშევრები ა/წ 18 ივნისიდან 16 ივლისამდე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინონ. შედეგები გამოცხადდება 28 ივლისს.
გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების მიხედვით და ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ჰერალდიკური მემკვიდრეობა, ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა, ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ჰონორარი 500 (ხუთასი) ლარი.
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.