06.07.12.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს განმეორებით კონკურსს ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად
კონკურსის მიზანია გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებმა ნამუშევრები ა/წ 5 ივლისიდან 15 აგვისტომდე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინონ. შედეგები გამოცხადდება 15 სექტემბერს.
გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების მიხედვით და ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ჰერალდიკური მემკვიდრეობა, ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა, ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ჰონორარი
1000 (ათასი) ლარი
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.