ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი გაყოფილია 4 არათანაბარ ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს შველი და ვერცხლის ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი. II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ზეაღმართული ოქროს ხელები ლელოს ოქროს ბურთით.   III  ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახული ზურმუხტოვანი მთები. IV ნაწილი - ლაჟვარდოვან ველს მარჯვნიდან მარცხნივ გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი. (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ლანჩხუთი“ 

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დროშა 

დროშა ვერტიკალურად თანაბრად გაყოფილია მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეწამულ ველზე ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. დროშას ჰორიზონტალურად გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი.  დროშის პროპორციაა 2/3

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

 

 

 

 

დამტკიცებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №11 დადგენილებით, 25,06,2014წ.  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი