გორის მუნიციპალიტეტის   გერბი

 

 

გორის მუნიციპალიტეტის გერბის  ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი. პირველი ნაწილი -  მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით. მეორე ნაწილი - ლაჟვერდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი. მესამე ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია  ოქროს ძნა. მეოთხე ნაწილი - მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი  სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი „გორი"

 


  გორის მუნიციპალიტეტის დროშა

 

გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით  გაყოფილია ოთხ ნაწილად.  დროშის პირველ და მეოთხე ნაწილი მეწამულია, ხოლო მეორე და მესამე ნაწილი ლაჟვარდის.  ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით. დროშის პროპორციაა 2/3.

 


 

დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №48  დადგენილებით, 09.10.2015წ.

 
გორის გერბის შესახებ
გერბში გამოსახულ ფიგურებისა და წითელი ფერის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი სიმბოლურად ფიქსირდება წითელი ფერით. ამავე დროს, გერბის "ფერებით" _ წითლით, ლურჯით, ოქროთი და ვერცხლით სიმბოლურად გორის მოქალაქეთა მამაცობა და დიდსულოვნება, ღირსება და მამულის ერთგულება, ძლევამოსილება და სიბრძნე გადმოიცემა. ძლიერების ემბლემა ოქროს მთა ზემოთ მოთავსებული ოქროს ჯვრით ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე და სალოცავზე (აგრეთვე, გორის რაიონის  ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტზე) _ გორიჯვარზე მიუთითებს; ვერცხლის სამი გადაშლილი წიგნი _ საქართველოს ერთ-ერთი საგანმანათლებლო კერის აღმნიშვნელია; გორი, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რაიონი და საქართველოს "ბეღელი", გადმოცემულია ხორბლის სამი ოქროს ძნის საშუალებით, ხოლო ოქროს ციხე-სიმაგრე მიუთითებს გორის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამავე დროს, განასახიერებს გორის ცნობილ ციხე-სიმაგრეს, ხოლო I და IV ველზე გამოსახული ე.წ. "სარტყელები" სიმბოლურად მდინარეებს  - მტკვარსა და დიდ ლიახვს გადმოსცემს, რომელთა შესართავთან მდებარეობს გორი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "გორი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

 

ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი
         გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილი: ვერცხლის ველზე მეწამული სწორკუთხა ჯვარი (წმინდა გიორგი), რომლის მკლავები ეხება ველის კიდეებს. II ნაწილი - მეწამულ ველზე  "გამომავალი" ვერცხლის მახვილიანი ხელი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ ერთ ქონგურიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "ქურთა". 
ქურთის მუნიციპალიტეტის დროშა
        დროშის მეწამულ ველზე მოთავსებულია ქურთას გერბი.  დროშის პროპორციაა 2:3. 

დამტკიცებულია ქურთას მუნიციპალიტეტუს 2010 წლის 25 მაისის #3 დადგე4ნილებით

 


ერედვის მუნიციპალიტეტის გერბი
         გერბის ფარის მეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის მუზარადი. ფარის ზედა მარჯვენა კუთხე უჭირავს თავისუფალ კანტონს, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.ფარს ქვემოთ გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამულ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  გერბის დევიზი "ერედვი". 
ერედვის მუნიციპალიტეტის დროშა 
          დროშის მეწამულ ველზე მოთავსებულია თეთრი ფერის  მუზარადი. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში თეთრ ველზე გამოსახულია მეწამული ჯვარი. თეთრ ველს უჭირავს დროშის სიმაღლის 1/3.დროშის პროპორციაა 2:3. 

დამტკიცებულია ერედვის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 24 მაისის #2 დადგენილებით