აზერბაიჯანის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღე   - 1918 წლის 28 მაისი                                    სსრკ-დან 1991 წლის 18 ოქტომბერიოფიციალური ენა           -  აზერბაიჯანული დედაქალაქი                 -  ბაქოფართობი                     - 86 600მოსახლეობა                 - 9 047 000 (2010)

 

აზერბაიჯანის გერბი
             აზერბაიჯანის სახელმწიფო გერბი გამოისახება აღმოსავლური ფარის სახით რკალის სახით ერთმანეთში ჩაწნული მუხის ფოთლებისა და ხორბლის თავთავის ფონზე. ფარზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის ფერების ფონზე გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი ცენტრში ანთებული კოცონით. ფერადად გამოსახვისას გერბი ასე გამოიყურება: ვარსკვლავი _ თეთრი, კოცონი _ წითელი, მუხის ტოტები _ მწვანე, ხორბლის თავთავი ყვითელი ფერის. ფარსა და ვარსკვლავს კიდეზე შემოყვება ქობა ოქროს ფერის, მუხის ნაყოფი და ფარის სამსჭვალებიც ასევე ოქროს ფერია.  
 აზერბაიჯანის დროშა:
            აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა შედგება სამი სიგანეში თანაბარი ჰორიზონტალური ზოლისაგან. ზედა ველი ცისფერი, შუა - წითელი, ქვედა - მწვანე. ცისფერ ფერში იგულისხმება აზერბაიჯანელი ხალხის თურქმანული წარმოშობა, წითელი ფერი გამოსახავს საზოგადოების მოდერნიზაციასა და დემოკრატიის განვითარებას. ხოლო მწვანე ფერი მიუთითებს ისლამური ცივილიზაციის კუთვნილებას. წითელი ველის შუაში დროშის ორივე მხარეს თეთრი ფერით გამოსახულია ნახევარმთვარე რვაქიმიანი ვარსკვლავით. დროშის სიგანისა და სიგრძის შეფარდება არის 1:2 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი