დაღესტნის რესპუბლიკის გერბი
            დაღესტნის რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს თეთრი ფერის მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოქროს არწივი. მის ზემოთ მოთავსებულია ოქროს მზე დისკოს სახით, რომელსაც ქობად შემოყვება სპირალური ორნამენტი. ფარის ძირში მოთავსებულია თეთრ-ოქროსფერი თოვლიანი მთები, დაბლობი, ზღვა და კარტუშში ხელჩამორთმევა, ორივე მხარეს გასდევს ჰერალდიკური ბაფთა ასოებით "რესპუბლიკა დაღესტანი". ზემოთ ფარს შემოყვება ოქროს სარტყელი, დაბლა - ორი ორნამენტული კანტი: მარცხნივ - ცისფერი, მარჯვნივ - წითელი. 
 დაღესტნის რესპუბლიკის დროშა
               დაღესტნის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს სწორკუთხა ქსოვილს სამი თანაბარი სიდიდის ჰორიზონტალური ზოლით: ზედა - მწვანე, შუა - ცისფერი, ქვედა - წითელი. დროშის სიგანისა და სიგრძის შეფარდებაა 1:2 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი