ინგუშეთის რესპუბლიკადედაქალაქი  -მაგასიფართობი      - 3 513მოსახლეობა  - 516 693 (2010) 

 

 

 


ინგუშეთის რესპუბლიკის გერბი
              ინგუშეთის რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს წრეს, რომლის ცენტრში გამოსახულია არწივი გაშლილი ფრთებით - კეთილშობილებისა და სიმამაცის, სიბრძნისა და ერთგულების სიმბოლო. გერბის ცენტრში ვერტიკალურად, კავკასიის მთების ფონზე მოთავსებულია საბრძოლო კოშკი, რომელიც განასახიერებს ძველ და ახალ ინგუშეთს. კოშკიდან მარცხნივ გამოსახულია მთა მაატ-ლოამი, მარჯვნივ ბაშ-ლოამი. მთებისა და კოშკის ზემოთ გამოსახულია ზენიტში მყოფი მზის ნახევარწრე, რომლისგანაც ქვემოთ ეშვება შვიდი სწორი სხივი. პატარა წრის ქვედა ნაწილში გამოსახულია სოლარული ნიშანი, რომელიც განასახიერებს მზისა და დედამიწის მუდმივ მოძრაობას, ყველაფერ არსებულის ურთიერთკავშირსა და უსასრულობას. სოლარული ნიშნის რკალის მსგავსი სხივები საათის საწინააღმდეგო მიმართულებისაა. გარშემო წითლით თეთრზე შემოყვება  წარწერა: "რესპუბლიკა ინგუშეთი" "გიალგიაი მოხკ" (ГIАЛГIАЙ МОХК). 
ინგუშეთის რესპუბლიკის დროშა
               ინგუშეთის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს სწორკუთხა ქსოვილს სამი ჰორიზონტალური ზოლით: ზედა _ მწვანე, შუა _ თეთრი და ქვედა _ მწვანე ფერის. ცენტრში ფართო თეთრ ზოლში გამოსახულია წითელი სოლარული ნიშანი.   

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი