ჩეჩნეთის რესპუბლიკის გერბი
          გერბის ხაზოვან-გრაფიკული კომპოზიცია შესრულებულია ორგანზომილებიან სიბრტყეში გამოსახული წრის საფუძველზე. ფერთა გადაწყვეტა ეფუძნება ოთხ ფერს: წითელი, ყვითელი ლურჯი და ნეიტრალური თეთრი. თეთრი წრის შიდა ნაწილში ჩეჩნური ნაციონალური ორნამენტის სახით, წითელ ფერში გამოსახულია ერთიანობის, მუდმივობის სიმბოლო. სტილიზებული მთები, ვაინახების ისტორიული კოშკი და  ნავთობის ჭაბურღილის კოშკი ლურჯი ფერითაა და წარმოადგენს კომპოზიციურ გადაწყვეტილებას _ კვადრატი წრეში. ყვითელი ფერის ხორბლის თავთავები ლურჯ ფონზე სიმეტრიულად შემოყვება შიდა წრეს და სიმბოლურად ჩეჩენი ხალხის სიმდიდრეს გადმოსცემს. განაპირა, დამამთავრებელ წრეში გამოსახულია ჩეჩნური ნაციონალური სტილით შესრულებული ორნამენტების წითელი მოხატულობა ყვითელ ფონზე. გარე წრეს შემოყვება ქობა - ლურჯი ფერის.   
ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა
           ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სწორკუთხა ქსოვილს სამი ჰორიზონტალური ზოლით: ზედა მწვანე _ 65 სმ, შუა - თეთრი - 10 სმ. და ქვედა - წითელი 35 სმ., ტართან თეთრი ჰორიზონტალური ზოლია ჩეჩნური ნაციონალური ორნამენტით _ 15 სმ., მთელ კონტურს შემოყვება ოქროს ფოჩი. დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან 2:3.  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი