 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად. I ნაწილი - ზურმუხტის ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც აღმართულია ოქროს საყდარი. II ნაწილი - სევადის ველზე მოთავსებულია ოქროს სამი რონოდა („ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი. გერბის ქვედა ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ჭიათურა".
|