 |
აჟარის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად - ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი. I ნაწილი - ვერცხლის ველზე სევადი დათვი; II ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ფარი - რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული; III ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "აჟარა".
|