ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი:

გერბის ფარი ჰორიზონტალურად ქონგურისებურადაა გადაკვეთილი 2 ნაწილად.

I ნაწილი — ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით.

II ნაწილი — ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს მწოლიარე ლომი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახალციხე“. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშა

 

დროშა ჰორიზონტალურად ქონგურისებურადაა გაყოფილი ორ ნაწილად — თეთრ და მწვანე ველებად. თეთრ ველს უჭირავს დროშის 4/5, მასზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის 1/5.

 

 

დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №14 დადგენილებით, 30.05.2010წ.