გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა ვაჟა ტაბატაძემ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით,
შესათანხმებლად წარუდგინა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ქართული და ინგლისურენოვანი ნიმუშები, რომელიც შეთანხმდა და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

 

საქართველოს  კანონით  - “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (22.02.2019; 4313-IIს) და მისგან გამომდინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“  მთავრობის 572-ე დადგენილებით (14.12.2022) განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსემბლემის, დროშის, განმასხვავებელი ნიშნის, ასევე, ოფიციალური კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის, მედიასთან ურთიერთობის ბანერის შესათანხმებლად უნდა მიმართოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის  სახელმწიფო საბჭოს.

აღნიშნულ პროცედურაში მეტი თვალსაჩინოების შეტანის მიზნითერალდიკის  სახელმწიფო საბჭომ არაერთი სემინარი გამართა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელთათვის. ასევე, საბჭოს თანამშრომლები აქტიურ კონსულტაციას სწევდნენ, შესათანხმებლად შემოსული დოკუმენტებისა და ნიმუშების სრულყოფისთვის.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი