![]() |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ (წითელ) ველზე ოქროს მუხა; II ნაწილი - ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველზე ვერცხლის ირიბი ჯვარი (წმ. ანდრიას ჯვარი). I ნაწილს უჭირავს გერბის ფარის, II ნაწილს - 1/4 გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჯვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი \"მარტვილი\". |
![]() |
|
დამტკიცებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №15 დადგენილებით, 21.07.2011 წ.