14 ნოემბერს  თბილისის სკოლა გიმნაზია "პირველის" მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ -  მზია მუჩაიძესთან ერთად ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ბრძანდებოდნენ.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ მოსწავლეებს ქართული ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის ისტორია  გააცნო. მოსწავლეემბა დაათვალიერეს ჰერალდიკის საბჭოში შექმნილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ლოგოების პროექტები, მუნიციპალიტეტების სიმბოლიკა, სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები, შუა საუკუნეების პორტოლანები, რომლებზეც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო დროშაა დაფიქსირებული, საქართველოს მხარეების ისტორიული გერბები.  აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი და ეტალონები.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი