![]() |
წალკის მუნიციპალიტეტის გერბი: გერბის ფარი გაყოფილია 3 ნაწილად. I ნაწილი _ ლაჟვარდოვან ველზე ვერცხლის სამი ოთხქონგურიანი ციხე-კოშკი; ველს ზემოთ გასდევს სამი ტალღოვანი ვერცხლის შემცირებული სარტყელი. II ნაწილი _ ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. III ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს ლომის მსგავსი ლეოპარდი, რომელიც უკან იყურება და ხელში ოქროს შუბი უპყრია. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ 'წალკა~. |
![]() |
წალკის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილი - ვერცხლის (თეთრ) ველზე მარჯვნივ მეწამული ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ველს. დროშის პროპორციაა 2:3. |
დამტკიცებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №22 დადგენილებით, 05.08.2009წ.