ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
ხარაგაული
     ხარაგაულის გერბი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი

      გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი ვერცხლის ველს. ფარის მწვანე ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი ვერცხლის მთა _ მარჯვენა მთის 1/4, ხოლო მარცხენა მთის 1/2. ფარის ვერცხლის ველზე  სიმბოლურად გამოსახულია ორი მწვანე მთა _ მარჯვენა მთის 1/2, ხოლო მარცხენა მთის 1/4. ფარის მწვანე ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ხოლო ფარის ვერცხლის ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული მწვანე სარტყელი. მწვანე ველზე გამოსახულ ვერცხლის მთებს ძირში გადაკვეთავს სამი შემცირებული მწვანე სარტყელი, ხოლო ვერცხლის გამოსახულ მწვანე მთებს ძირში გადაკვეთავს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც  გაკვეთილია და იყოფა ორ ველად _ მწვანე და ვერცხლის ველებად.  მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე  ჯვარი (ე.წ. `ლათინური~ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი _ მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. `ბერძნულ~ ჯვრებს, ხოლო ქვედა _ ე.წ. `ლათინურ~ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე გამოსახული მცირე ჯვრები - მწვანე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ `ხარაგაული~.

 ხარაგაულის დროშა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა

    დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად – მწვანე და თეთრ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე  ჯვარი (ე.წ. ''ლათინური"
ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი _ მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. "ბერძნულ" ჯვრებს, ხოლო ქვედა – ე.წ. "ლათინურ" ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები - მწვანე.დროშის პროპორციაა 2:3.

 

დამტკიცებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №02 დადგენილებით, 03.01.2011.  
 
 
Copyright © 2014 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 228-22-10